ახალი ამბები
„ლენდოს“ დაყაჩაღების საქმეზე პროკურატურას ახალი ბრალდებული ჰყავს
ზუგდიდის სასამართლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღების საქმეს ხელემორედ განიხილავს. ოღონდ ამჯერად ბრალდებული არა გიორგი კუკავა, არამედ ზურაბ ფარცვანიაა, რომლის თითის ანაბეჭდებიც კუკავას ადვოკატ იოსებ ჯანაშიას მტკიცებით, მოცემულ საქმეში ფიგურირებდა. სხდომა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო. ფარცვანია სასჯელს თბილისში, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სულ სხვა ორგანიზაციის ყაჩაღობისთვის. მოსამართლე ნატრული აკობიამ განმარტა, რომ მათთვის უცნობია, რატომ ვერ მოხერხდა ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარდგომა.

პროკურორ ანა არონიას სხდომის შემდეგ „ლაივპრესთან“ კომენტარი არ გაუკეთებია, თუ როდის და რის საფუძველზე წარუდგინეს ბრალი ზურაბ ფარცვანიას. მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, საიდანაც პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

„ლენდო“ 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მას ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე. კუკავა სასამართლო დარბაზიდან შარშან, ნოემბერში, თითქმის ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვა. ეს მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, დარწმუნდნენ ბრალდებულის მიმართ არსებული დევნის შეწყვეტის დასაბუთებულობასა და კანონიერებაში.

დღეს გიორგი კუკავას ადვოკატი პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ. მათი მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება იქნება.

ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე
21:47 / 19.09.2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე






ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ
კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.
18:51 / 19.09.2018
ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.






ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს,
რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.
18:18 / 19.09.2018
ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს, რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.






მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ
კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
16:46 / 19.09.2018
მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.