ახალი ამბები
ზუგდიდში დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სამი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სამი მამკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ლაივპრესს“ რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად სტაბილურია.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის ინფორმაციით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ ჭრილობები მიყენებული და ჩაუტარდათ ოპერაცია. მისივე თქმით, დაზუსტებით არ იციან, რა სახის იარაღითაა ჭრილობები მიყენებული. ნიკა ჭეჟიას სიტყვებით, ჭრილობები არ გავს ცივი იარაღით მიყენებულს, რადგან „აქვს უფრო ნახვრეტის ფორმა". ამასთან, ჰოსპიტალის დირექტორი დასძენს, რომ ოპერაციისას ჭრილობებში ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები არ უპოვიათ.

„ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში და საოპერაციოში შევიყვანეთ. ოპერაციის შემედგ რეანიმაციაში გადავიყვანეთ და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა იმიტომ, რომ სისხლის დიდი დანაკარგი აქვს. მეორეს ჭრილობა ჰქონდა ბარძაყის მიდამოში. მასაც სისხლის საკმაოდ დიდი დანაკარგი ჰქონოდა და საოპერაციოში გავიყვანეთ. რევიზია ჩავატარეთ და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ. მესამეს აქვს ჭრილობა ხერხემლის მიდამოში. ჰქონდა მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო, ამიტომ დაყოვნების მიზნით მოვათავსეთ ისიც განყოფილებაში“, - განაცხადა ნიკა ჭეჟიამ.

ზუგდიდში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩელამ“და ვაჟთა ფოლკლორულმა
11:52 / 23.06.2018
ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩელამ“და ვაჟთა ფოლკლორულმა






ზუგდიდის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოქმედი კაფის
11:43 / 23.06.2018
ზუგდიდის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოქმედი კაფის






შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის
10:46 / 23.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის






გალის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და
ელექტროგადამცემი ხაზები
10:01 / 23.06.2018
გალის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.