ჭალეს მცხოვრები: სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ სტრასბურგშიც ვიბრძოლებ
ელექტროსისტემა ითხოვს დაუყოვნებლივ შევიდეს აღსულებაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მან კომპანიას ადგილობრივი მცხოვრების, ლიკა აქუბარდიას საკუთრებაში არსებული ეზოს განკარგვის უფლება მისცა.
როგორც სასამართლოში ელექტროსისტემის წარმომადგენლმა სალომე სვინტრაძემ განაცხადა, იმის გამო, რომ კომპანიას არ ეძლევა მუშაობის უფლება, ვერ ასრულებს პროექტით ნაკისრ ვალდებულებებს, რისთვისაც დაჯარიმდა მილიონ 200 ათასი ევროთი, რაც იურისტის განმარტებით, თავის მხრივ ნიშნავს ქვეყნის ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებას, რადგან ელექტროსისტემა სახელმწიფო კომპანიაა და თანხას ბიუჯეტი ფარავს.
იურისტის პოზიციას არ იზიარებენ აქუბარდიების ოჯახში. მათი უფლების დამცცველი ორგანიზაციის საიას ზუგდიდის უფისის ხელმძღვანელის განცხადებით, აპირებენ სასამართლოს თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში და ამ ეტაპზე კომპანიისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე მუშაობის დაწყების უფლების მიცემა არ იქნება მართებული. ჯემალ ჭკადუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანია, რომელიც იქ მაღალი ძაბვის სადენების გაყვანას გეგმავს, გაჩეხავს არსებულ თხილნარს და ხეხილს, რაც ამ შემთხვევაში მას უკვე არსებული მაღალი ჯარიმის ფონზე კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან იმ შემთხევაში თუ სააპელაციო სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მოუწევს დამატებით აქუბარდიებისთვისაც ზარალის ანაზღაურება.
ელექტროსისტემის წარმომადგენლის სიტყვებით კი, ისინი მიუხედავად იმ გადაწყვეტილებისა რაც არ უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლომ, ეზოს მფლობელს კომპენსაციას გადაუხდიან განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით - თითოეულ მოჭრილ მცენარეზე და ასევე დამატებით 5 წლის ჩათვლით მისი მოსავლის ღირებულებას; სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აქუბარდიებს კვლავ შეეძლებათ იქ თხილნარის გაშენება.
მიწის მესაკუთრეები კომპანიის ამ წინადადებას არ ეთანხმებიან, რადგან არ სურთ მათ კუთვნის ნაკვეთზე ელექტროსისტემამ მაღალი ძაბვის სადენები გაიყვანოს. ლიკა აქუბარდიას განცხადებით, მათი ეზოდან, სადაც ეს სამუშაოები უნდა ჩატარდეს, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამბობენ, რომ არ გააჩნიათ უსაფრთოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
„ჩვენ ამ საქმეს სააპელაციოში, უზენაეშში და სტრასბურგშიც ჩავიტანთ და თუ სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი, მაშინ რამდენად საამაყო იქნება მისთვის სტასბურგის გადაწყვეტილება ვნახავთ. აქ ჩვენი, ადამიანის უფლებები არავის აინტერესებს. ეს ყველაფერი უკავშირდება თავის დროზე ეპაქრიის მხრიდან ჭალეში არსებული მიწის გაყიდვას, რადგან მას რომ ის მიწა არ გაეყიდა, კომპანია სამუშაოებს ვერ დაიწყებდა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ლიკა აქუბარდიამ.
სხდომას მოპასუხეების გადრა ესწრებოდნენ ჭალეს სხვა მცხოვრებლები. ისინი მხარს უჭერენ აქუბარდიებს და აცხადებენ, რომ კომპანიას თავადაც არ დაუთმობენ საკუთარ ეზოებს და ამით საფრთხეს არ შეუქმნიან გარემოს და მომავალ თაობას. მათ შორის იყო თინათინ აქუბარდია, რომლის სარჩელი ეპარქიის წინააღმდეგ ასევე ჭალეში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განხილვის ეტაპზეა.
ჭალეს მოსახლეობამ სოფელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემის დამონტაჟება არაერთხელ გააპროტესტა. აქციის მონაწილეები უსაფრთხო ადგილას, შესაბამისი პირობებით განსახლებას, ან უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას მოითხოვდნენ. მაშინ წარკომპანია „ენერგოტრანსში“, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტის ფარგლებში „კავკასენერგოსთან“ ერთად ჭალეში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ამ სამუშაოების უსაფრთხოებაზე არსებობს ყველა დონის, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებიც.