ზუგდიდში პანთეონი დაარსდება
„ამით ჩვენი თანაქალაქელები პატივს მიაგებენ მის მიერ განვლილ ცხოვრებას, მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია წესი, რომელიც გადაგზავნილია სამართლებრივ ექსპერტიზაზე. ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად პანთეონში დაკრძალვა“, - აღნიშნა მან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძის თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაში ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს.
„ამას მოჰყვება ხოცვა, თუ ვინ უნდა დაიმარხოს პანთეონში და ვინ არა და ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ე.წ. პრივილეგირებული მიცვალებულების ამბავს. ვფიქრობ, ეს ზოგადად უფრო ფართო განხილვის თემა უნდა იყოს“, - განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პანთეონი ჭითაწყარის მე-4 სასაფლაოს ნაწილზე, 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.