ახალი ამბები
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატია
„გირჩმა“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა. პარტიის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. მათ შორის, თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგება, გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური და ამ მიმართულების კომპეტენცია პრეზიდენტს ექნება. „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებულ და უფლებებშეზღუდულ პირებს შეიწყალებენ, სანამ „ადამიანურ ნარკოპოლიტიკას“ არ შეიმუშავებენ. ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე იქნება შესაძლებელი. მინისტრთა ანგარიშებს თვეში ერთხელ ონლაინ მოუსმენენ.

„დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილება ცხადია, რომ შეზღუდულია, და მომავალ პრეზიდენტს ვერ ექნება გავლენა ბევრ სფეროზე, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მას არ ექნება საკმარისი ბერკეტები დიდი ცვლილებებისთვის. ვეტოს უფლებით გავაჩერებ მავნებლური კანონების მიღებას, ანუ პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელიც იქნება თავისუფლების შემზღუდავი. ვივლი ასეთი კანონების განხილვაზე საქართველოს პარლამენტში და დავიცავ საღ აზრს 150 პარლამენტარის წინაშე. თვეში ერთხელ, სათითაოდ შევხვდები ყველა მინისტრს და გამოვკითხავ, თუ რას აკეთებს, რაში ხარჯავს ხალხის ფულს და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდება Facebook Live-ით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არის შანსი, რადიკალურად შეიცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ. ამბობს, რომ დღევანდელი რეალობის ალტერნატივა „გირჩის“ გარდა არ არსებობს. პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, ის მოქალააქეებს ვერ დაჰპირდება, რომ „მესია“ იქნება, რომელიც ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებს, თუმცა არის ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მზად არიან წლები დახარჯონ საერთო მიზნების მისაღწევად.

„ვინმემ შესაძლოა ჩემზე უკეთ გააკეთოს ბევრი საქმე, ვინმემ შესაძლოა უკეთ გაიკეთოს ჰალსტუხი, უკეთ გადმოსცეს აზრები, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე ვარ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩემსავით მზად არიან დახარჯონ წლები ჩვენი საერთო მიზნებისთვის. დღეს, დროის ამ კონკრეტულ მომენტში, მე ვარ მზად ამ დისტანციის გასარბენად, თუმცა ამის გაკეთება შეგვიძლია ერთად. „მატრიცაში“ რომ ნეოა, ესაა სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის „გირჩი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ჯერ არ დასახელებულა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია,
15:28 / 22.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია,






ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული
დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.
14:58 / 22.07.2018
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.






„ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე
დაასახელა.
19:13 / 21.07.2018
„ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.






გულრიფშში ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ხის ჯვრები აღმართეს.
18:16 / 21.07.2018
გულრიფშში ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ხის ჯვრები აღმართეს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.