მულტიმედია
ელიზაბეტ რუდი ანაკლიის პორტზე: ვამაყობთ, რომ ორი დიდი ამერიკული კომპანიაა ჩართული პროექტში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და განვითარების ზონას დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ორი დიდი ამერიკული კომპანიაა ჩართული ამ პროექტში, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა ანაკლიაში ყოფნისას.

მან დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროექტების „ათასწლეულის გამოწვევის“ და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საელჩოს წარმომადგენლებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი შეხვდნენ.

ამ დროისთვის ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ეწყობა ორ კილომეტრ-ნახევრიანი არხი, სადაც უნდა მოგროვდეს ტერიტორიაზე არსებული წყალი.

„ასევე ხდება ტერიტორიის დასუფთავება. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდება ივნისის ბოლოს და ივლისში დავიწყებთ დაღრმავების სამუშაოებს და ე.წ. რეკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ოთხ-ნახევარი მილიონი კუბური მეტრის ამოღებას ზღვის ფსკერიდან და დაყრას ამ 110 ჰექტარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. მისი მტკიცებით, სამუშაოები სამ წელს გასტანს და პირველ გემს ანაკლიის პორტი 2020 წელს მიიღებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელშიც ორი მსხვილი ამერიკული კორპორაცია მონაწილეობს. „კონტი ინტერნეიშენალთან“ ერთად, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელია, ანაკლიის პორტს 2017 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტერმინალ-ოპერატორი, ამერიკული SSA Marine-ი შეუერთდა.

დღესვე პორტის ტერიტორიის დათვალისერების პარალელურად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამართულ ინგლისური ენის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პროექტის ფარგლებში, „მშვიდობის კორპუსი-საქართველოსთან“ თანამშრომლობით ტარდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საფუძველი 24 დეკემბერს ჩაეყარა.

ოფიციალური ინფორმაციით, პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას მოიცავს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი
დასრულდა.
14:29 / 17.10.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა.






ერთ პატარა ოთახში, იატაკზე უამრავი ფერის ნაჭერი და საქსოვი ძაფის
გორგალი ყრია.
15:20 / 13.10.2018
ერთ პატარა ოთახში, იატაკზე უამრავი ფერის ნაჭერი და საქსოვი ძაფის გორგალი ყრია.






კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus“
დღეს ზუგდიდში გაიმართა.
18:33 / 08.10.2018
კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus“ დღეს ზუგდიდში გაიმართა.






სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაასრულა ფეხით მსვლელობის
აქცია.
18:56 / 27.09.2018
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაასრულა ფეხით მსვლელობის აქცია.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.