ახალი ამბები
ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას პრეზიდენტი დროებით წყვეტს
საქართველოს პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი და კონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განმარტა გიორგი მარგველშვილმა.

მისი თქმით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის თავის დროზე რომც არ გაენახევრებინა სასჯელი, მას კალენდარულად უკვე მოხდილი ექნებოდა.

„ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა, რომელიც ადრე ოჯახში ძალადობის მუხლით სასჯელს იხდიდა და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508
პედაგოგია. მათგან
13:15 / 26.04.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508 პედაგოგია. მათგან






პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია
13:00 / 26.04.2018
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია






ხობის მკვიდრის, პაპუნა ნანეიშვილის ნათესავებმა საპროტესტო აქცია
გამართეს
12:24 / 26.04.2018
ხობის მკვიდრის, პაპუნა ნანეიშვილის ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს






საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
11:03 / 26.04.2018
საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.