ახალი ამბები
ზუგდიდში 1 500-ზე მეტი პედაგოგიდან 131 კაცია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508 პედაგოგია. მათგან დიდი უმრავლესობა - 1 377 ქალია, დანარჩენი 131 კი მამაკაცი. „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ორი სკოლაა, სადაც ბავშვებს მხოლოდ ქალი პედაგოგები ასწავლიან - ალექსანდრე საჯაიას სახელობის სოფელ ოდიშის №1 და სოფელ ონარიის საჯარო სკოლები.

ყველაზე მეტი კაცი პედაგოგი ჯუმის სკოლაში მუშაობს. მათი რაოდენობა 6-ია, როცა მასწავლებელთა საერთო რაოდენობა 22-ს შეადგენს. განსხვავებით მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლისგან, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით რიცხოვნობით ყველაზე მეტი - 86 პედაგოგია დასაქმებული, რომელთა შორის მხოლოდ 5-ია კაცი.

ამდენივე კაცი მასწავლებელი მუშაობს მეათე საჯარო სკოლაში, 32 კი ქალი პედაგოგი. იგივეა მონაცემები კახათის პირველი საჯარო სკოლის შემთხვევაშიც. ნარაზენის სკოლაშიც 5 კაცი პედაგოგია დასაქმებული, 24 კი ქალი. ხუთი კაცი და 43 ქალი მასწავლებელი მუშაობს რუხის საჯარო სკოლაში. ამდენივე კაცი ცაიშის სკოლაში და 26 ქალი.

სხვა სკოლების მონაცემები ასეთია:

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლა - სულ 72 მასწავლებელი. მათ შორის 68 ქალი და 4 კაცი.

ქალაქ ზუგდიდის №3 საჯარო სკოლა - ჯამში 54 მასწავლებელი. აქედან 53 ქალი და მხოლოდ ერთი კაცი პედაგოგი.

№4 საჯარო სკოლა - 77 პედაგოგი. 74 ქალი და სამი კაცი.

№5 საჯარო სკოლა - 52 მასწავლებელი. მათგან 50 ქალი და 2 კაცი.

№6 საჯარო სკოლა - 34 მასწავლებელი. 33 ქალი და ერთი კაცი.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №7 საჯარო სკოლა - 26 მასწავლებელი სულ. აქედან 25 ქალი და 1 კაცი.

№8 საჯარო სკოლა - 28 პედაგოგი. 25 ქალი და სამი კაცი მასწავლებელი.

№9 საჯარო სკოლა - სულ 24 მასწავლებელი. 23 ქალი და 1 კაცი.

№11 საჯარო სკოლა - პედაგოგთა რაოდენობა ჯამში 22-ს შეადგენს. მათ შორის 20 ქალია და ორი კაცი.

№12 საჯარო სკოლა - 24 მასწავლებელი. 23 ქალი და ერთი კაცი.

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა - 22 პედაგოგი. 20 ქალი და ორი კაცი.

სოფელ ანაკლიის სკოლა - 28 პედაგოგი. 24 ქალი და 4 კაცი.

ახალაბასთუმნის სკოლა - სულ 28 მასწავლებელი. აქედან 26 ქალი და ორი კაცი.

ახალკახათის სკოლაში ჯამში 19 პედაგოგი მუშაობს. მათ შორის 17 ქალი და ორი კაცი.

ახალსოფლის სკოლა - 25 მასწავლებელი. 24 ქალი და ერთი კაცი.

განმუხურის სკოლა - 26 მასწავლებელი. აქედან 22 ქალი და ოთხი კაცი პედაგოგი.

გრიგოლიშის სკოლა - სულ 16 მასწავლებელი. მათ შორის სამი კაცი.

დარჩელის №1 საჯარო სკოლა - 43 პედაგოგი. 40 ქალი და სამი კაცი.

დარჩელის №2 საჯარო სკოლა - 24 მასწავლებელი. 21 ქალი და სამი კაცი.

დიდინეძის სკოლა - ჯამში 19 პედაგოგი. მათ შორის 18 ქალი.

ერგეტის სკოლა - 21 მასწავლებელი. აქედან ოცი ქალი.

ზედაეწერის სკოლა - სულ 22 პედაგოგი. აქედან ოცი ქალი.

ინგირის №1 საჯარო სკოლა - 26 მასწავლებელი. მათგან მხოლოდ ერთი კაცი.

ინგირის №2 საჯარო სკოლა - ჯამში 30 პედაგოგი, რომელთა შორის 27 ქალია.

კახათის №1 საჯარო სკოლა - 37 მასწავლებელი. 32 ქალი და ხუთი კაცი.

კახათის №2 საჯარო სკოლა - 20 პედაგოგი. აქედან 18 ქალი.

კოკის სკოლაში 26 მასწავლებელია დასაქმებული. მათ შორის 23 ქალი.

კორცხელის სკოლა - 24 პედაგოგი, რომელთაგან 22 ქალია.

ოდიშის №2 საჯარო სკოლა - სულ 18 მასწავლებელი. აქედან კაცი მხოლოდ ერთია.

ორსანტიის სკოლა - ჯამში 23 პედაგოგი. აქედან 21 ქალი.

ორულუს სკოლა - 22 მასწავლებელი. მათ შორის 19 ქალი.

ოქტომბრის სკოლა - 30 პედაგოგი, რომელთაგან მხოლოდ ორია კაცი.

რიყის სკოლაში 24 მასწავლებლიდან 2 კაცია.

ტყაიის სკოლა - ჯამში 23 პედაგოგი. აქედან ოთხი კაცი.

ურთის სკოლა - 23 პედაგოგიდან კაცი მხოლოდ ორია.

ყულიშკარის სკოლა - 22 მასწავლებელს შორის სამი კაცი.

შამგონის სკოლა - 23 მასწავლებლიდან 3 კაცი.

ჩხორიის სკოლა - სულ 21 პედაგოგი. მათ შორის სამი კაცი.

ჭაქვინჯის სკოლა - 27 მასწავლებელი, რომელთაგან ოთხი კაცია.

ჭითაწყარის სკოლა - სულ 22 პედაგოგი. აქედან მხოლოდ ერთი კაცი. იგივეა მონაცემები ჭკადუაშის სკოლის შემთხვევაშიც.

ჯიხაშკარის №1 საჯარო სკოლა - ჯამში 22 მასწავლებელია. მათ შორის 4 კაცი.

ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლა - 21 პედაგოგიდან ორი კაცია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.