მძღოლები საპროტესტო აქციის განახლებას ორშაბათიდან გეგმავენ
თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გუბერნატორი რეგიონში არ იმყოფება. რაც შეეხება საქალაქთაშორისო რეისებზე რეგულაციებს, ეს როგორც აღნიშნეს, მათი კომპეტენცია არ არის.
დილიდან რკინიგზის ავტოსადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა განაახლეს გუშინ, 4 მაისს დაწყებული გაფიცვა. ამ ტერიტორიიდან მათი განმარტებით, დღეს არცერთი მიკროავტობუსი არ მომსახურებია მგზავრებს. ისინი კვლავაც „არალიცენზირებული“, პატარა სადგურების დახურვას ითხოვენ, რომელიც მუშაობაში ხელს უშლით.
გუბერნიამდე ისინი რუხი მოლთან მართავდნენ საპროტესტო აქციას. მათი ინფორმაცია, რომ რამდენიმე მძღოლი პოლიციამ დააკავა, შსს-მ არ დაადასტურა. უწყების განმარტებით, რამდენიმე მძღოლი ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ისინი გამოსაკითხად გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.