ახალი ამბები
საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც იძებნება, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი ზუგდიდის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე შოთა ბიჭიას თქმით, წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა, რის გამოც ხელახლა უნდა ემსჯელათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე. პროკურორმა ლევან ფიფიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან მან განზრახ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, სამართალდამცველებს კი ამ დრომდე ემალება. მათ შორის არ ცხადდება სასამართლოში.

პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა მამუკა ნიგურიანის სახაზინო ადვოკატი როზეტა ზარქუა. განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას კონსულტაცია ჰქონდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, არ იცის ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი. ამიტომაც, ფიქრობს, რომ არცერთი ღონისძიება არ უნდა გამოიყენოს მოსამართლემ. საბოლოოდ, შოთა ბიჭიამ ბრალდების მხარის მოსაზრება გაითვალისწინა. აღნიშნა, რომ ყველა ის საფრთხე, რის გამოც თავის დროზე წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, დღესაც არსებობს. მათ შორის საქმეს თან ერთვის მტკიცებულებები, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ასევე სახლის ჩხრეკის ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია და მოწმეთა ჩვენებები.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე სულ ხუთი მოწმე დაიკითხა. მათ შორის მერის წარმომადგენელი მესტიაში ჯეირან ჯაფარიძე და ოთხი გამომძიებელი. მერის წარმომადგენლის თქმით, მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც ღამე, დაახლოებით 10 საათისთვის ჩატარდა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ამოიღეს მიწაზე დაგდებული ერთი მასრა, კედლიდან კი ორი ტყვია. ასევე ერთი წყვილი ხელთათმანი. ცალს ცერა თითი ნახევრად მოწყვეტილი ჰქონდა. ამოიღეს ჟაკეტიც. ჯეირან ჯაფარიძისვე ინფორმაციით, იქვე მდგარ ავტომანქანას საბურავთან სისხლის კვალი ემჩნეოდა.

დღეს დაიკითხნენ გამომძიებლები ლევან კვანჭიანი და ჯონი ვიბლიანი, რომლებიც ბრალდებულის სახლის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, ამოიღეს ორი საბრძოლო ვაზნა საძინებელ ოთახში, რომელიც საწოლის ლეიბის ქვეშ იპოვეს. თავის მხრივ, გამომძიებლებმა - გია ხორგუანმა და ოლეგ გვიშიანმა ისაუბრეს იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს.

სასამართლო სხდომას, ისევე როგორც წინა პროცესს, ლომარ ნიგურიანის ცოლი ესწრებოდა.

მომდევნო პროცესი 13 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

მოკლულის ოჯახი ფიქრობს, რომ საქმეზე გამოძიება თავიდანვე არასწორად დაიწყო და აქვთ ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხებს ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლომარ ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.