ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად შესაძლოა კვლევა ჩატარდეს
ზუგდიდელი ისტორიკოსი ციცო შენგელაია ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მისი ვერსიით ქვა, რომელიც მე-17 საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს, ე.წ „ქვა ტახტს“ წარმოადგენდა, იდგა დადიანების სასახლის ეზოში, ცაცხვის ხის ქვეშ და მასზე ხორციელდებოდა მართლმსაჯულება.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

„იმ შემთხვევაში, თუ მოგვმართავენ, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხი, რათა მოხდეს ისტორიული სინამდვილის დაზუსტება. უნდა დადასტურდეს ფაქტის ისტორიული სინამდვილე. თუ მართლა ამ ქვატახტზე აღესრულებოდა კანონ-გარიგება, მაშინ ის უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და ვფიქრობ, ამით კიდევ ერთ საინტერესო გარემოს შევძენთ ქალაქს“, - გვითხრა ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.

ზუგდიდელმა ისტორიკოსმა „ქვა-ტახტზე“ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარე თვის დასაწყისში ჩაატარა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ისტორიკოსები ესწრებოდნენ.

მასალაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100
წლისთავისადმი
18:20 / 24.05.2018
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი






დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას
14:30 / 24.05.2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას






შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა
ღონისძიებით
13:57 / 24.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით






საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
13:41 / 24.05.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.