ახალი ამბები
საყოველთაო ჯვრისწერა ზუგდიდშიც გაიმართება
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საყოველთაო ჯვრისწერა ზუგდიდშიც გაიმართება. დადიანების ეზოში მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჯვრისწერისთვის 7 წყვილია ამ დროისთვის რეგისტრირებული. როგორც „ლაივპრესს“ ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელმა გიგა ქორთუამ განუცხადა, ჯვრისწერა საღამოს ლოცვების შემდეგ 18:00 საათზე დაიწყება. მისი ინფორმაციით, რეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკის წყვილი. მათ შორის 70 წელს გადაცილებული.

„17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე, ასევე არის ამაღლების დღესასწაული და ამიტომაც არის ეს საყოველთაო ჯვრისწერები. ვისაც არ ჰქონდა ჯვარი დაწერილი, ვინც ვერ დაიწერა სხვადასხვა მიზეზების გამო, აი ამათთვის ხდება ეს ყველაფერი. ასაკობრივი სპექტრი არის ასეთი - გვყავს 35-დან 70-წელს გადაცილებული წყვილები“, - განაცხადა გიგა ქორთუამ.

ჯვრისწერაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღოლი დეკანოზი მალხაზ ჭანტურია.

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაურმა ზვიად სეხნიაშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ საყოველთაო ჯვრისწერისთვის სამეგრელოს მასშტაბით 29 წყვილია ამ დროისთვის რეგისტრირებული. მათ შორის ზუგდიდის გარდა 17 არის აბაშაში, 6 კი სენაკში.

საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის კურთხევით და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჯვარი დაახლოებით 500–მდე წყვილმა დაიწერა. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარს 50–მდე წყვილი დაიწერს. რეგიონების მასშტაბით კი 400.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს
უკავშირდებოდა, გაუქმდა.
23:58 / 17.08.2018
ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს უკავშირდებოდა, გაუქმდა.






იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის
მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი
18:26 / 17.08.2018
იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი" გაიმართება.






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე
არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
18:03 / 17.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.






ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
15:43 / 17.08.2018
ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.