ახალი ამბები
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც მხარეებმა შესავალი, შემდეგ კი დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. სასჯელის ზომის განსაზღვრისას ყოლბაიას მიმართ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო, მოსამართლემ განაჩენთა შთანთქმის პრინციპი გამოიყენა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა ბრალდებული, რომელმაც დღევანდელ პროცესზეც აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ჩადენილს ინანიებს.

მანამდე პროკურორმა ლიკა ბულიამ დააყენა შუამდგომლობა, გამომდინარე იქედან, რომ დაცვის მხარეს არ გააჩნია პრეტენზიები და ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, მტკიცებულებები სასამართლოს გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმისთვის, რაც დაკმაყოფილდა. 

პროკურორი ბრალდებულისთვის სასჯელის ზომად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი პირობით სასჯელს. ადვოკატმა გვანცა შელიამ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ მურმან ყოლბაია აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ნათესავები მას დადებითად ახასიათებენ, ცოლი კი სასჯელის მინიმალურ ფორმას ითხოვს მისთვის, რაც მისივე თქმით, უნდა იყოს შემამსუბუქებელი გარემოება.

მიმდინარე წლის თებერვალში, ზუგდიდის სასამართლომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ მურმან ყოლბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მტკიცებით, მან ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა.

„ურთიერთ შელაპარაკებისას მურმან ყოლბაიამ ცოლს დანა ესროლა. შედეგად მან მუცლის არეში დაზიანება მიიღო“, -განაცხადა პროკურორმა.

ზუგდიდის სასამართლომ წინა სხდომაზე მურმან ყოლბაიას უარი უთხრა გირაოთი გათავისუფლებაზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100
წლისთავისადმი
18:20 / 24.05.2018
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი






დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას
14:30 / 24.05.2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას






შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა
ღონისძიებით
13:57 / 24.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით






საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
13:41 / 24.05.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.