ახალი ამბები
ექსპერტი: საკრებულოები წაუკითხავად აკოპირებენ დადგენილებებს, რაზეც კურიოზები მეტყველებს
გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ ჩანაწერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში საკრებულოს 2011 წლის დადგენილებაშიც იყო.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2011 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილების მე-8 მუხლში, სათაურით - "საფლავების მოწყობა და ექსპლუატაცია", მე-6 პუნქტად წერია, რომ გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

დადგენილება დამტკიცებულია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას მიერ, თუმცა მან „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის შესახებ არაფერი იცის.

როდის გაჩნდა პირველად ასეთი ჩანაწერი მუნიციპალიტეტების დადგენილებებში, თვითმმართველობის ექსპერტის, კოტე კანდელაკისთვის უცნობია.

ის ვარაუდობს, რომ სასაფლაოების მოწყობის შესახებ მუნიციპალიტეტებმა დადგენილება თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესიდან გადმოიტანეს.
„ფაქტიურად ჩვენთან ეს წესები არ არსებობდა. თბილისში იყო გარკვეული მოთხოვნები სასაფლაოების მიმართ, პატარა ქალაქებსა და სოფლებში ეს ძალიან სტიქიურად ხდებოდა. ეს აქტიც მის დარეგულირებას ეხება, მაგრამ ის, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოები თბილისიდან აკოპირებენ დადგენილებებს ისე, რომ არ კითხულობენ, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის კურიოზი, როცა ახმეტის საკრებულომ მეტროსადგურის სახელწოდებების შესახებ მიიღო ნორმატიული აქტი. რომ წაეკითხათ, ხომ არ მიიღებდნენ“, - გვითხრა კოტე კანდელაკმა.

მისივე თქმით, თუ მუნიციპალიტეტების საკრებულოებს დადგენილებების მიღებისას ექნებათ მეტი დასაბუთებული განმარტებები, თავიდან აიცილებენ საზოგადოების მხრიდან იმ გაუგებრობასა და ქილიკს, რაც სასაფლოების მოწყობის წესში მიცვალებულის მჯდომარე დაკრძალვის წესის შესახებ ჩანაწერის შეტანას მოჰყვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში შესული ჩანაწერი გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ, სოციალურ ქსელში ხუმრობის მიზეზად იქცა.

საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას განმარტებით, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში მსგავსი ჩანაწერი გამონაკლისი შემთხვევებისთვის გაკეთდა.

„არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა გარდაცვლილის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაკრძალვა შეუძლებელია. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს კატასტროფა, შეიძლება ადამიანი გაიყინოს და ა.შ. ეს არის გამონაკლისი შემთხვევებისთვის. არსებობს კიდევ რელიგიური კონფესიები, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვთ. შესაბამისად, დადგენილებაში არ არის ჩამოთვლილი ყველა სავარაუდო შემთხვევა იმიტომ, რომ ამომწურავი ჩამონათვალი შეუძლებელია დადგენილებაში იყოს. ამიტომ, ეს წესი არის მიღებული საგამონაკლისო შემთხვევებისთვის. ამავდროულად, ეს წესი ამ ფორმით მიღებულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მას აქვს ყველანაირი სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილი, მათ შორის სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოში", - განმარტა მან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს
უკავშირდებოდა, გაუქმდა.
23:58 / 17.08.2018
ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს უკავშირდებოდა, გაუქმდა.






იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის
მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი
18:26 / 17.08.2018
იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი" გაიმართება.






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე
არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
18:03 / 17.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.






ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
15:43 / 17.08.2018
ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.