ახალი ამბები
ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ხვალ ზუგდიდის ორ სოფელში ჩატარდება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოები გრძელდება. 17 მაისს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სამუშაოები ჩატარდება ზუგდიდის ორ სოფელში, დიდინეძის კახათსა და კახათში. როგორც „ლაივპრესს“ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბიდან აცნობეს, თერმული ნისლით უკვე დასრულდა შემდეგი სოფლების დამუშავება - დიდინეძი, ნარაზენი, შამგონა, აბასთუმანი, ცაიში, ცაცხვი, ორსანტია, ხეცერა.

შტაბში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, მათ შორის მედიის საშუალებითაც. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის პროცესის მიმდინარეობისას დახურონ კარ-ფანჯარა. შტაბში ირწმუნებიან, რომ იმ ადგილებში, სადაც ფუტკარი ჰყავთ, წამლობა საღამოს საათებში, ფუტკრის დაბინავების შემდეგ ტარდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100
წლისთავისადმი
18:20 / 24.05.2018
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი






დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას
14:30 / 24.05.2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას






შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა
ღონისძიებით
13:57 / 24.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით






საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
13:41 / 24.05.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.