ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ბავშვთა საჩუქრებისთვის 11 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზუგდიდში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პატარებს ატრაქციონებით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ. სპორტული და მუსიკალური თამაშების მოწყობასთან ერთად, მათ ნაყინებს უსასყიდლოდ დაურიგებენ. ჯამში საუბარია 2 500 ნაყინზე.

ამას გარდა, ადგილობრივი მერია ასფალტზე სახატავ 1000 ფერად ცარცს და ზღაპრის 500 წიგნს შეიძენს. ბავშვების სახეების მოხატვისთვის ორ ადამიანს დაიქირავებენ. პატარების საზეიმო განწყობაზე კი ერთი ჯამბაზი იზრუნებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 ათას 345 ლარია. ეს თანხა გახმოვანების აპარატურის და გენერატურის დაქირავებასაც მოიცავს.

წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. მასში ერთადერთმა კომპანიამ - შ.პ.ს. "პროდაქშენ ჰაუზ“ მიიღო მონაწილეობა. თუმცა, შესყიდვების გვერდზე, შედეგების გრაფაში ჯერ არ არის გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი მიმაგრებული.

ღონისძიებები ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ბავშვთა დაცვის დღე მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მათგანის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლების და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის აღდგენის სამუშაოებზე დასაქმებულ
მუშებს
09:27 / 24.10.2018
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის აღდგენის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს






ზუგდიდელი ძალოსანი გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში
22:57 / 23.10.2018
ზუგდიდელი ძალოსანი გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში






ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „თავისუფალი
საქართველოს“
21:01 / 23.10.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „თავისუფალი საქართველოს“






ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში
19:23 / 23.10.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.