ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულო და არასამთავრობოები თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა პრობლემას და მათი მოგვარების გზებს. ერთ-ერთ ძირეულ გამოწვევად მოქალაქეთა სუსტი ჩართულობა დასახელდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას თქმით, ადამიანების ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმებზე, მეორეს მხრივ კი ეს მექანიზმები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოსახლეობის მიერ ინიცირებული საკითხი მინიმალურ დონეზე მაინც გადაიჭრება.

მისივე განმარტებით, არის კიდევ სხვა მექანიზმები, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე, არჩილ თოდუას თქმით, პარლამენტმაც უნდა იმუშაოს, რათა მოცემული საშუალებები ბევრად მოქნილი და ეფექტური იყოს. არასამთავრობოს წარმომადგენელი ამბობს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ადგილობრივი მცხოვრებლების მონაწილეობაა. ფიქრობს, რომ კარგი იქნება საკრებულოს სხდომების ერთი კვირით ადრე დაანონსებაც, სადაც მოქალაქეებს გამოეყოფათ დრო მათთვის საინტერესო კითხვების დასასმელად. 

„სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ციცინო შენგელიას თქმით, აუცილებელია თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომპონენტი იყოს დაცული. მისივე განმარტებით, მოქალაქეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი უნდობლობაა, რომ მის ინიცირებულ საკითხს არ მოჰყვება კონკრეტული შედეგი.

„მგონია, რომ ძალიან პოზიტიური ცვლილებები გველოდება. მნიშვნელოვანია დღევანდელ შეხვედრას არ ქონდეს ერთჯერადი ხასიათი და გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. ეს იყოს იდეების გაცვლის შესაძლებლობა, რომ ანგარიშვალდებულების გაზრდას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი არასამთავრობოებთან სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერებაა, იმ აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ამბობს, რომ მისი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენენ რეაგირებას და მონიტორინგს იდენტიფიცირებულ საკითხებზე.

მისივე თქმით, შეხვედრები რეგულარულ სახეს მიიღებს.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოყენებაზე, ეთიკის კოდექსსა და შინაგანაწესზე, რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის გამოყენებას საჯარო მოხელეთა მხრიდან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.