ომის ვეტერანი ზუგდიდის მერიას უჩივის
არასამთავრობოს წარმომადგენლის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 200 ლარიან დანამატს 2015 წლიდან ითხოვს, თუმცა ამ დრომდე მიდგომები თვითმმართველობას არ შეუცვლია. 2018 წელსაც ომის ვეტერანს ადგილობრივ ბიუჯეტში ძველი ჩანაწერი დახვდა, ამიტომაც დავის სასამართლოში გაგრძელების გადაწყვეტილებაც მიიღო. თუმცა მანამდე საიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოა, პასუხად კი უარი მიიღო.
„იმის გამო, რომ უარი ეთქვა იმაზე, რაც ეკუთვნის, ითხოვს 2017 წლის პირველი იანვრიდან 200 ლარიან დანამატს, და პლიუს კიდევ 200 ლარს ყოველ თვეზე მორალური ზიანისთვის, ვინაიდან ის არის დისკრიმინაციის მსხვერპლი“, - უთხრა ჯემალ ჭკადუამ „ლაივპრესს“.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ი.მ-ს მოთხოვნას გაითვალისწინებს, სარჩელს გამოიტანენ.
დღევანდელ შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ განმარტა, რომ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება და მოიკითხავს. ზუგდიდის მერიის კომენტარს აღნიშნულ საკითხზე „ლაივპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა ზუგდიდის სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს.
ზუგდიდში სულ 10 ომის ვეტერანი ცხოვრობს. მათგან ოთხი ადგილობრივი, ექვსი კი აფხაზეთიდან დევნილია. escortstars