ვიდეო
მეგრული გუდის ყველის დამზადების აღდგენილი ტრადიცია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუში მცხოვრებმა მეღვინე მიშა ცირდავამ მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ქვევრის ღვინის შემდეგ, კიდევ ერთი ტრადიცია აღადგინა. უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველი დაამზადა, რომელიც უკვე იყიდება.

მეგრული გუდის ყველი გამორჩეულია იმით, რომ სულგუნის ქილაშია მოთავსებული და განსხვავებულია როგორც გემოვნური თვისებებით, ისე ვიზუალურად. განსაკუთრებით უხდება ღვინოს.

როგორც მიხეილ ცირდავამ „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, მეგრული გუდის ყველის დამზადების ტრადიცია პირდაპირ უკავშირდება ღვინის ჩამოსხმას. მისი თქმით, ეს არის პერიოდი, როცა მეგრული ენდემური ჯიშის ყურძნისგან დაიწურა ღვინო და პირველად ჩამოისხა კოლოში და ჭვიტილური.

„ყველი მზადდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში. რა შეეხება დამზადების ტექნოლოგიას, მზადდება გუდაში და სჭირდება დაახლოებით 3 თვე. მაგრამ ჩვენ ალტერნატიულ მეთოდს მივმართავთ, რასაც ქვია მარლა. ვდებთ ტომარაში და ამას უფრო ცოტა დრო სჭირდება, რადგან რძე უფრო ადრე იჭრება, მაგრამ არის იდენტური და არ კარგავს რა თქმა უნდა გემოვნურ თვისებებს“, - აცხადებს მიხეილ ცირდავა.

მან გუდის ყველის საჯაროდ გამოფენა სწორედ დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს დაამთხვია. მიხეილ ცირდავას ყველის კუთხე განსაკუთრებით პოპულარული და მიმზიდველი აღმოჩნდა, მათ შორის მეტწილად უცხოელი სტუმრებისთვის.

ცნობისთვის, მიხეილ ცირდავა კომპანია „ობენეს“ ხელმძღვანელობს, რომელის ძველი მეგრული ჯიშის ვაზისგან ღვინოს ქვევრში ამზადებს. მან 1 მაისს უცხოელ მეღვინეებს ქვევრში დაყენებული ჭვიტილური და კოლოში დააგემოვნებინა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
15:47 / 05.04.2021
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
12:03 / 08.03.2021
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი
19:09 / 08.02.2021
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.