ახალი ამბები
ენმ გუბერნატორზე: პანიკაშია მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო
გუბერნატორს ძალიან მალე თავისი კორუფციული საქმიანობის, კონტრაბანდის გამო და ყველა იმ დანაშაულის გამო, რომელსაც ჩადის, მოუწევს პასუხისგება, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ გუბერნატორ ლევან შონიას მიერ მისი და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ფაქტი.

„მე მესმის, რომ ის პანიკაშია მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო, მაგრამ მე მინდა ვუთხრა, რომ მას პასუხისგება ყველა თავის დანაშაულზე აუცილებლად მოუწევს“, - განაცხადა ანა წითლიძემ „ლაივპრესთან“ საუბარში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მედიასაშუალებით მათ მიერ „გუბერნატორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების“ გამო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩელამ“და ვაჟთა ფოლკლორულმა
11:52 / 23.06.2018
ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩელამ“და ვაჟთა ფოლკლორულმა






ზუგდიდის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოქმედი კაფის
11:43 / 23.06.2018
ზუგდიდის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოქმედი კაფის






შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის
10:46 / 23.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის






გალის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და
ელექტროგადამცემი ხაზები
10:01 / 23.06.2018
გალის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.