სენაკში ბინის მესამე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
Share
სენაკში, საცხოვრებელი ბინის მესამე სართულიდან მცირეწლოვანი
ბავშვი გადმოვარდა. ის სხვადასხვა სახის დაზიანებით ქუთაისის
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა
სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება ფაქტზე 124-ე
მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე, ან მძიმე
დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.