ახალი ამბები
სეს: მავნებლის პოპულაცია შემცირდა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში წარადგინა.

სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლის პოპულაცია შემცირდა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე შეწამლულია 160 ათასამდე ჰექტარი. ივლისის შუა რიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში. შემდეგ ეტაპზე ბრძოლის ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება. აღნიშნული სტრატეგია ქართველი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებით შემუშავდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით - 4 000-მდე ჰექტარი. აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, საკოორდინაციო შტაბში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები. ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, მუშაობს ცხელი ხაზი.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად რეგიონში მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ პირველი ეტაპის დასრულების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს აბაშის საკოორდინაციო შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. აქვე სპეციალისტებმა გასცეს რეკომენდაციები თხილის მცენარის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ფაროსანა / სესი /
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ
განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
21:03 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.






სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ
თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა.
20:05 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა.






გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება
მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს.
19:24 / 21.08.2018
გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს.






სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე.
17:46 / 21.08.2018
სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.