ახალი ამბები
სუსმა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის განცხადებების საფუძელზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც „ლაივპრესს“ სუსში განუცხადეს, სულ შესული იყო ხუთი განცხადება სხვადასხვა საკითხზე და ყველა მათგანზე მოხდა სამართლებრივი რეაგირება. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტეს, ხუთი განცხადებიდან ნაწილი დაერთო ძველ საქმეს და ნაწილზე დაიწყო გამოძიება.

ენმ-ის ინფორმაციით, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე 12 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მათ მიერ სხვადასხვა საკითხზე გამოძიების მოთხოვნით შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით. პარტიის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად განცხადება შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში შემოტანილ კონტრაბანდულ საქონელს, რაშიც პარტია გუბერნატორ ლევან შონიას ადანაშაულებს, სოფელ რუხში მცხოვრები 40 ოჯახისთვის უკანონოდ მიწის წართმევას და კორუფციული გარიგებების ფაქტებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ
განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
21:03 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.






სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ
თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა.
20:05 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა.






გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება
მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს.
19:24 / 21.08.2018
გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს.






სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე.
17:46 / 21.08.2018
სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.