ახალი ამბები
პაპანწყვირის ტბასთან ახალგაზრდები გასართობ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს გამართავენ
პაპანწყვირის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს გასართობ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებაზე ეპატიჟებიან. 30 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, თვეში ორჯერ, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს მსურველებს დასვენება-განტვირთვისთვის სხვადასხვა სახის აქტივობას სთავაზობენ. დღის 12-დან ღამის თორმეტ საათამდე სტუმრები შეძლებენ როგორც ტბაზე ბანაობას, ასევე ფრენბურთის თამაშს, ფრიზბით გართობას, ბადეზე გავლას. დამსვენებლებს ბანქოთიც შეეძლებათ განტვირთვა. ეს ყველაფერი კი მუსიკის ფონზე ჩაივლის.

ღონისძიების ორგანიზატორი ოთხი ახალგაზრდით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი „კასეტე გრუპია“. მათი განმარტებით, იმ პირობებში, როცა ახალგაზრდებისთვის ძალიან ცოტა რამ თუ კეთდება გართობის და სპორტული აქტივობების შეთავაზების მხრივ, ამ აქტივობის დაგეგმვა გადაწყვიტეს.

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გელა ესართიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ საღამოს ექვსიდან ღამის 12 საათამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.

„კასეტე გრუპი იმიტომ დავარქვით ჯგუფს, რომ ჩვენ ის ძველი თაობა ვართ, რომლებმაც კასეტაზე მოვისმინეთ პირველი მუსიკა. ეს ჩვენი პირველი ღონისძიებაა. ხარჯების დაფარვას თავად უზრუნველვყოფთ. ჩვენი ძალისხმევით ვაკეთებთ მაქსიმუმს იმ მინიმუმიდან, რაც შეგვიძლია“, - განმარტა მან.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საზაფხულო აქტივობები შემდეგში ბევრად მასშტაბური იქნება, გამოჩნდებიან სპონსორები და ის გაცილებით მეტ ადამიანს დააინტერესებს.

ღონისძიებაზე დასწრება გოგონებისთვის თავისუფალია. ბიჭებისთვის ბილეთის საფასური 20 ლარი იქნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ
განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
21:03 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.






სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ
თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა.
20:05 / 21.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თვითმმართველობების მუშაობა გააკრიტიკა.






გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება
მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს.
19:24 / 21.08.2018
გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს.






სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე.
17:46 / 21.08.2018
სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.