ზუგდიდში მამის დღეს აღნიშნავენ
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კამპანიისა, „კაცები ზრუნავენ“, სადაც პროექტი მიზანდ ისახავს წარმოაჩინოს მამების და ზოგადად, მამაკაცების როლი შვილების აღზრდის პროცესში, ოჯახში. სხვადასხვა ეტაპზე ვიყავი ჩაბმული ამ პროექტში. ერთ-ერთი იყო ასეთი - „მამა, წიგნი წამიკითხე“, - უთხრა „ლაივპრესს“ მწერალმა.
ღონისძიება ზუგდიდის ბიბლიოთეკაში გაიმართება. დასაწყისი 19:00 საათზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care. მათი განმარტებით, კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბურ ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად 2016 წელს წამოიწყეს.