ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
Share
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების
გამო,
ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. შედეგად
მატარებლების: თბილისი-ბათუმი, ზუგდიდი-თბილისი და ფოთი-თბილისის
მოძრაობა შეფერხდა. როგორც „ლაივპრესს“ „საქართველოს რკინიგზაში“
განუცხადეს, პრობლემა აღმოფხვრილია და მატარებლების მოძრაობა აღდგა.