ზუგდიდში „ოდოიამ“ და „ჩელამ“ შემაჯამებელი კონცერტი გამართეს [ვიდეო]
სცენაზე შესრულდა მეგრული, აფხაზური, სვანური სიმღერები და ტრადიციული ქართული ცეკვები.
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორ მანუჩარ სამუშიას თქმით, ანსამბლებმა განახლებული რეპერტუარი შესთავაზეს მაყურებელს.
„წელს პირველად კონცერტზე უკრავდა ბენდი. ეს არის სიახლე. რეპერტუარი იყო განახლებული და ვფიქრობ, რომ ეს არის ცვლილებების დასაწყისი“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ზუგდიდში „ოდოიას და „ჩელას“ ბაზაზე ერთი სახელმწიფო ანსაბლის ჩამოყალიბება იგეგმება.
ანსამბლი „ჩელა“ დაახლოებით 50 წლის წინ ჩამოყალიბდა. ის თავიდან ქორეოგრაფიულთან ერთად სასიმღერო ანსამბლიც იყო, თუმცა თაობათა ცვლის შემდეგ, მხოლოდ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი გახდა, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია" კი ლოტბარმა პოლიკარპე ხუბულავამ გასული საუკუნის 80-იან წლებში დააფუძნა.