ახალი ამბები
რატომ ჩაიცვა ილიაუნის კონკურსის გამარჯვებულმა აფხაზეთის დროშიანი მაისური
მწერალი ზურაბ ჯიშკარიანი ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ის დაჯილდოებაზე გამოცხადდა ლურჯი მაისურით, რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის „სახელმწიფო“ სიმბოლიკა - დროშაა გამოსახული. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში მოქალაქეთა მხრიდან უკმაყოფილება და გაურკვევლობა გამოიწვია. თავად მწერალი კი ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის გამოსახულებიანი მაისური აფხაზების მიმართ მისი მეგობრული განწყობის მაჩვენებელია.

ამასთან, მისი თქმით, ეს მაისური მას აფხაზმა მეგობრებმა ჩამოუტანეს და ხშირად აცვია. როგორც მწერალი ირწმუნება, მისი მეგობრებიც ანალოგიურ მაისურს, მხოლოდ საქართველოს დროშის გამოსახულებით, აფხაზეთში ატარებენ.

„მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ქალაქ სოხუმის თვითაღიარებული მერი. მგონია, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო და როგორც ერი იღუპება და ჩვენი მოძმე ერია. მინდა, რომ ერთად ვიცხოვროთ. ერთ დიდ კონფედერაციაში მეგობრულად. ჩემი ასეთი ჟესტია - სალამი ჩემს აფხაზ დებს და ძმებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ზურაბ ჯიშკარიანმა.

შეკითხვას, აღიარებთ თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - მწერალმა კომენტარისგან თავი შეიკავა, აღნიშნა რომ ეს დიდი თემაა და ერთი წინადადებით ვერ შემოიფარგლება.

„როგორც გითხარით, ეს ჩემი მხრიდან მეგობრული სალამია და ჟესტია ჩემს აფხაზ ძმებს და დებს, რომ დამთავრდეს ზიზღი, სისხლისღვრა და ომი და გავუგოთ ერთმანეთს. ჩვენ არ უნდა შევვარდეთ მათთან ომით და არც ისინი უნდა შემოვარდნენ ჩვენთან ომით. სადღაც უნდა გავუგოთ ერთმანეთს. ეს ჩემი მხრიდან 100%-ით მშვიდობიანი გზავნილია. ეს სიმბოლიკა, რის გამოც ისინი სისხლს ღვრიდნენ, და აქეთ მხარეს ჩვენც სისხლს ვღვრიდით, ჩემი აზრით დროა დავივიწყოთ ეს დაღვრილი სისხლი, რომ გადავდგათ ნაბიჯი იქითკენ, რომ წავიდეთ მომავლისკენ, მეგობრობისკენ, დაახლოებითვის“, - განმარტავს მწერალი.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული 27 ივნისს გამოვლინდა. წელს 20 ქართული რომანი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ჟიურის გადაწყვეტილებით, 2016-2017 წლის „საუკეთესო ქართულ რომანად“ ზურა ჯიშკარიანის „საღეჭ განთიადები“ და ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანა“ დასახელდა. გამარჯვებულებმა კონკურსის საპრიზო თანხა 10 000 ლარი გაიყვეს.

მასალაში გამოყენებულია "ლიბერალის" ფოტო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე
21:47 / 19.09.2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე






ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ
კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.
18:51 / 19.09.2018
ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.






ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს,
რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.
18:18 / 19.09.2018
ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს, რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.






მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ
კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
16:46 / 19.09.2018
მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.