ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო
„ვინაიდან არის საკურორტო სეზონი, სანაპიროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, იმისთვის, რომ დამსვენებლებს ჰქონდეთ მოწესრიგებული გარემო, ჩვენ შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ს”100 ათასი ლარი მივეცით“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ.
ანაკლია-განმუხურში ტერიტორიის დასუფთავების და მოწყობის სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო. უკვე დამონტაჟდა 16 სათვალთვალო კამერა. რვა ხიდსა და ბულვარის პერიმეტრზე, დანარჩენი კი აკვაპარკის გვერდით, განმუხურის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში.
https://nci-forum.co.uk