ახალი ამბები
პრემიერი: ჭუბერის სტიქიით დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს და აღნიშნა, რომ სტიქიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის აუცილებლობა.

„მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მოკლე დროში სრულად აღვადგენთ ინფრასტრუქტურას”, – განცხადა პრემიერმა.

ჭუბერში ინფრასტრუქტურული ზარალი სავარაუდოდ ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
21:11 / 15.11.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ






რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
20:11 / 15.11.2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს






აფხაზეთში, მთიან კურორტ ავადხარაზე პირველი თოვლი მოვიდა.
19:29 / 15.11.2018
აფხაზეთში, მთიან კურორტ ავადხარაზე პირველი თოვლი მოვიდა.






რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე სოჭში უკანონო პროდუქციის
18:42 / 15.11.2018
რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე სოჭში უკანონო პროდუქციის
ლაივპრესის სტუდია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე 13 დღე დარჩა.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.