ახალი ამბები
ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდი აშენდა
ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გადადის და ინტენსიურ სამუშაეობს ჩაატარებს.

ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.