ახალი ამბები
პრემიერს კითხვა დაუსვეს სამეგრელოს გუბერნატორის სოზარ სუბარით ჩანაცვლებაზე
სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას. ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე, რომელიც დაინტერესდა, დაინიშნება თუ არა სუბარი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. კონკრეტულად სად განაგრძობს დევნილთა მინისტრი საქმიანობას სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, მას დღეს არ დაუკონკრეტებია.

„სოზარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური და ეფექტური წევრი. მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა მე ვფიქრობ იმ დავალებისთვის თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ქონდა ჩაბარებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა სოზარ სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, რა ინფორმაციაც გავრცლდა, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მან საკითხზე ამომწურავად ისაუბრა.

მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ გუბერნატორების ინსტიტუტს გაძლიერება სჭირდებ, და რომ მთავრობა რეგიონებში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს გეგმავს.