ახალი ამბები
პრემიერი: აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი სიტყვებით, ეკოლოგია დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

პრემიერის შეფასებით, დამუშავებულია ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში ამ მიმართულებით ძალიან მნიშნელოვან შედეგებს მოიტანს. აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება.

„პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა. ამასთან ერთად, აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან ერთად, მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოების და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად, სრულად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე ჩვენ გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბიჭვინთაზე საიმიჯო
20:21 / 19.07.2018
აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბიჭვინთაზე საიმიჯო






თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი
15:43 / 19.07.2018
თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი






აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია
უახლოეს მომავალში დაიწყება.
15:34 / 19.07.2018
აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება.






ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019
წელს უნდა დასრულდეს.
14:24 / 19.07.2018
ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019 წელს უნდა დასრულდეს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.