ახალი ამბები
ვაი თქვენს პატრონს - მიხეილ ხუბუტიას პასუხი ზუგდიდის მერიას
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიამ უარი უთხრა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის მშენებლობაზე. წერილს, რომელსაც ხელს მერის მოადგილე გია გულორდავა აწერს, თავად ხუბუტია აქვეყნებს ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში (ლუბიტელი გრუზიი). პოსტს შემდეგი წარწერა ერთვის თან - „რო იყოს იპოლიტე ხვიჩია, იტყოდა: „ვაი თქვენს პატრონს”.

მასში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მადლობას უხდის ბიზნესმენს ინიციატივისთვის, თუმცა პარარელურად უხსნის მათი მხრიდან უარის მიზეზსაც - რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდელებს დაჰპირდა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობას. ამავე წერილის მიხედვით, მერია მიხეილ ხუბუტიას ალტერნატიული წინადადების სახით, ცაიშთან ახლოს ავტოდრომის მშენებლობას სთავაზობს. გია გულორდავა წერს, რომ მიწის ნაკვეთს ბიზნესმენს უსასყიდლოდ გადასცემენ.

წერილის ავთენტურობას მერის მოადგილე „ლაივპრესს“ უდასტურებს. მისი განმარტებით, ზუგდიდში ორი საცურაო აუზის მოწყობის აზრს ვერ ხედავენ, ავტორალისთვის ტრასის აშენება კი ახალგაზრდების მოთხოვნაა, რადგან სპორტის ეს სახეობა მათში პოპულარულია. 

„ქალაქშიც დაქრიან მანქანები, რომლებსაც სპორტულად გადაკეთებული ძრავები უყენიათ. ძალიან სწრაფად დადიან. რადგან ახალგაზრდების მოთხოვნაა, მას უნდა დროულად მიხედვა, რომ არ გადაიზარდოს უკონტროლო სიტუაციაში. ეს იმიტომ, რომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც. შარშან ერთი მოტოციკლისტი დაიღუპა“, - გვითხრა გია გულორდავამ.

თუ რატომ არ შესთავაზეს მიხეილ ხუბუტიას მაგალითად მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა, რომელიც ერთ-ერთი პრობლემაა მუნიციპალიტეტისთვის, აღნიშნა - ეს ორი ცოტა განსხვავებული თემებია - „თავშესაფრის თემით ალბათ სხვები არიან დაკავებული. მიდის ამ მმართულებით მუშაობა“.

მერის წარმომადგენლისვე თქმით, საცურაო აუზის მშენებლობის სურვილი თავად ბიზნესმენმა გამოთქვა და ისინი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ კიდეც, ხუბუტიას ზუგდიდში ყოფნისას, პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილემდე.

თუმცა ბიზნესმენის ინიციატივის შესახებ რომ ინფორმირებულები არ იყვნენ, ეს უფრო ადრე „ლაივპრესს“ საკრებულოს თავმჯდომარემ და მერმა განუცხადეს. ასე რატომ მოხდა, გია გულორდავამ განმარტა:

„ეს იყო პირადული შეხვედრა ნაცნობობიდან გამომდინარე. ერთი სკოლა დავამთავრეთ“.

მიხეილ ხუბუტია სოციალურ ქსელში მის მიერ გია გულორდავასთვის გაგზავნილ საპასუხო წერილსაც აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ:

„დიდი მადლობა წინადადებისთივის, მაგრამ მე თვითონ ვარ მასწავლებელი მოწოდებით და ჩემი სურვილით! მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და უანგაროდ დახმარება! ზუსტად ამიტომ გთხოვეთ ბასეინის გაკეთება ჩემი სახსრებით, და არა გასართობი ავტორალის მოყვარულებისთვის! მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ჩემს მერე გამოთქვა სურვილი და აშენდება ბავშვებისთვის საცურაო აუზი! იმედია შემდეგში უკვე თქვენი ინიციატივით შეკრებთ ზუგდიდელ ემიგრანტებს და შევიტანთ წვლილს ჩვენი მშობლიური ქალაქისთვის“.

მიხეილ ხუბუტია სოციალურ ქსელში ასევე წერს შემდეგს - „ნორმალური ადამიანი აქეთ მომეფერებოდა, გამაკეთებინებდა!“.

ბიზნესმენი ამბობს იმასაც, რომ ასეთი წერილისთვის წინა ხელისუფლება თანამშრომელს არც გააჩერებდა. მანვე დაწერა იმ შეთავაზებებზე, რაც ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ქონდა. კერძოდ, ითხოვა საბჭოს შექმნა და თავად ჩამოიყვანდა ინვესტორებს ყველა ქვეყნიდან. ასევე 20-30 ჰექტარი მიწის ყიდვა სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ხუბუტიასვე თქმით, გადასამუშავებელი მიწები უკვე ნაყიდი აქვს. ბიზნესმენის ინიციატივა იყო ასევე ბევრი ნერგის შეძენა მისი მხრიდან, რომლებსაც ზუგდიდელები განსაზღვრულ ტერიტორიაზე დარგავდნენ და მცენარეებს საკუთარ სახელებს შეარქმევდნენ.

„ჩემს თანხას ვერ მოაკლდება და არ არის ალბათ საინტერესო“, - წერს მიხეილ ხუბუტია.

ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობის სურვილი გამოთქვა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილეს ესწრებოდა. მისი თქმით, როგორც კი ხელისუფლება გამოყოფს ტერიტორიას ხუბულავას ქუჩაზე, ის ერთ წელიწადში ამ აუზს ააშენებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.