დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატია
„თქვენს თვალებში ვხედავ იმედს იმისას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი და რწმენას, რომ ჩვენს ბრძოლას აქვს აზრი. ეს უნდა დავაბრუნოთ მთელ საქართველოში, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
უფრო ადრე პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა მოძრაობამ "ძალა ერთობაშია. გამარჯვებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.