ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“: არის საკითხები, სადაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შედეგი აქვს [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დღეს მუშაობის 3 თვის ანგარიში წარადგინა. ფრაქციის თავმჯდომარე ბათლომე შელიას განცხადებით, ისინი ცდილობენ, ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მათთან ითანამშრომლონ.

„ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რეჟიმში ვიყოთ. კომისიების მუშაობაში ვიღებთ მონაწილეობას. არის საკითხები, სადაც თანამშრომლობას კონკრეტული შედეგი აქვს. მაგალითად, ჩართულები ვართ სოციალური სახლების კომისიაში, სადაც ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის ის მუშაობა საკმარისი, რომელსაც სოციალური სამსახური ეწევა. რაც შეეხება რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომელიც არასდროს გაუთვალისწინებიათ, ეს ინფრასტრუქტურის ნაწილშია. დიდი ხანია უშედეგოდ ვსაუბრობთ ანაკლიის გზის დროებით შეკეთებაზე, რომელსაც ხელისუფლება ყურად არ იღებს“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

ფრაქციის ანგარიშს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტიის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის საკრებულოში 14 მარტს შეიქმნა.