ახალი ამბები
მარტვილში ელექტროენერგია 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10 ათასამდე აბონენტს შეუწყდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ წაიღო 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „წყემის“ საყრდენი.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მობილიზებულები არიან, რომ ოპერატიულად განახორციელონ აღდგენითი სამუშაოები. ახალი საყრდენი მომზადებულია, თუმცა ადიდებულმა მდინარემ გადაკეტა დაზიანების ადგილამდე მისასვლელი გზა, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ფერხდება, რადგან ადგილზე შესვლა ვერ ხერხდება მდინარის დონის დაწევამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის თქმით, როგორც კი მდინარის დონე დაიწევს და მოხერხდება დაზიანების ადგილზე შესვლა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება.

ელექტროენერგია ასევე არ მიეწოდება ზუგდიდის, აბაშის და სენაკის სოფლების ნაწილს, "ენერგო-პროს" განმარტებით, აბონენტების მცირე რაოდენობას. მათივე ცნობით, ყველა მიმართულებით მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს შუქის მიწოდება. 

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი აზარალა. დაიტბორა მოსახლეობის სახლების პირველი სართულები, ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს
უკავშირდებოდა, გაუქმდა.
23:58 / 17.08.2018
ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს უკავშირდებოდა, გაუქმდა.






იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის
მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი
18:26 / 17.08.2018
იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი" გაიმართება.






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე
არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
18:03 / 17.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.






ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
15:43 / 17.08.2018
ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.