ახალი ამბები
ზუგდიდელმა სტუდენტებმა მერს უფასოდ მგზავრობის დაპირება შეახსენეს
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ კუკავა დაინტერესდა, შეასრულებს თუ არა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია მათთვის მიცემულ დაპირებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის უფასო მგზავრობის შესახებ.

მან ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ანგარიშის წარდგენაზე ფრაქციის წევრებს ჰკითხა, ექნებათ თუ არა მათ ახალი სასწავლო წლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა.

„დაახლოებით ორი თვის წინ მერი ჩვენთან იყო უნივერსიტეტში და დაგვპირდა, რომ სექტემბრის თვიდან სტუდენტები და ლექტორები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ავტობუსებით. სწავლა ოქტომბრის შუა რიცხვებში გვეწყება და მაინტერესებს, რამდენად რეალურია ეს დაპირება“ , - განაცხადა მარიამ კუკავამ.

მისივე თქმით, მათ მანამდეც არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას მგზავრობის საფასურის განახევრების მოთხოვნით, თუმცა დაპირების მიუხედავად, ახალგაზრდობისთვის შეღავათით მგზავრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მისი კითხვის პასუხად, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ მერის ასეთი დაპირება მისი ვარაუდით, პიარის ნაწილია.

„ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს დაპირება მისი სტუდენტებთან შეხვედრის პიარის ნაწილი იყო“, - აღნიშნა მან.

მერიაში კი აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, რა თანხაა ამისათვის გამოყოფილი ზუგდიდის ბიუჯეტიდან, მერიის განმარტებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს საკითხიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

2016 წლის მარტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ, დანარჩენი სტუდენტები კი ნახევარ ფასში იმგზავრებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს
უკავშირდებოდა, გაუქმდა.
23:58 / 17.08.2018
ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს უკავშირდებოდა, გაუქმდა.






იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის
მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი
18:26 / 17.08.2018
იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი" გაიმართება.






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე
არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
18:03 / 17.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.






ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
15:43 / 17.08.2018
ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.