მინისტრი შამბას განცხადებაზე: აფხაზებს ვთავაზობთ თემებს, რომლებიც გაგვაერთიანებს
მინისტრის განმარტებით, მათ აქვთ მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები - თბილისის პასუხი ბარიერებზე და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით.
„სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, ითვალისწინებს სწორედ ამ სამშვიდობო ინიციატივების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარე მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა ის საუბრისთვის და დიალოგისთვის და სწორედ ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი პოლიტიზირების ამ დიალოგის და ვთავაზობთ ისეთ თემებს, რომელიც გაგვაერთიანებს და არ გაგვყოფს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ეხო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში განაცხადა, რომ „დგება დრო, როდესაც საჭიროა ურთიერთობების დალაგება“ მისი სიტყვებით, ახლა შესაძლებელია საქართველოსთან ასეთი დიალოგის დაწყება. შამბამ კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგებაზე ისაუბრა, მხოლოდ „ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ კონტექსტში.
შამბას განცხადებას დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც უპასუხა.