იტალიაში მთის ხალხის ფესტივალი სვანეთს ეძღვნება
„ფესტივალი, რომელიც სვანეთს ეძღვნება, ხვალ გაიმართება. ჩვენგან წასულები არიან საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე ანსამბლი „რიჰო“და მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი, რომელიც სვანური საკრავების დამზადების პროცესს აჩვენებს. ასევე წასულები არიან ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, რომლებიც სხვების თვალწინ დაამზადებენ სუვენირებს, გააკეთებენ სვანურ ქუდებს. გარდა ამისა, მომზადდება ტრადიციული სვანური კერძები“, - უთხრა „ლაივპრესს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
იტალიელი ალპინისტი რეინჰოლდ მესნერი საქართველოში გასულ წელს იმყოფებოდა და ყაზბეგი და სვანეთი მოინახულა.