აფხაზეთში „დამოუკიდებლობის“ 10 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან
მოგვიანებით იბრაგიმ ჭკადუას და ვლადიმირ პოპოვის ერთობლივი ფოტოგამოფენა მოეწყობა. თარიღის აღნიშვნა აფხაზეთის დრამატურგიის თეატრში გაგრძელდება. დღე საზეიმო კონცერტით და ფოიერვერკებით დასრულდება.
„დამოუკიდებლობის“ 10 წლისთავზე მიწვეულები არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერი დიმიტრი მედვედევი. ასევე, ყველა იმ სახელმწიფოს ლიდერი, რომლებმაც აფხაზეთის „სუვერენიტეტი“ აღიარეს.