შს მინისტრი: არავინ მოითმენს იმას, რომ სამეგრელოში არ იყვნენ ხუთოსნები
გიორგი გახარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, უნდა იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი, რისთვისაც აქ ყველაფერია, არიან ძალიან შრომისმოყვარე და განათლებული ადამიანები.
„როდესაც ხდებოდა შერჩევის პროცესი, ეს იყო ძირითადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნაზე. ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში სულ უფრო და უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელოს და სვანეთის მომავალი არის ახალგაზრდებში. საქართველოს წარმატება გაიზომება კუთხეების წარმატებული განვითარებით. რა თქმა უნდა, ეს არის თბილისი, რა თქმა უნდა, ეს არის ბათუმი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს და იქნება ზუგდიდი“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო.
გიორგი გახარიასვე თქმით, ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს - ამ რეგიონის აუცილებლობა, რომ იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვით.
ალექსანდრე მოწერელია დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა.
წარდგენის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.