ზუგდიდის მერი: ლიდერებთან შეხვედრა პარტიულ საკითხებზე გვქონდა
„არაფერი განსაკუთრებული. შეხვედრა პარტიულ საკითხებზე მიმდინარეობდა“, - აღნიშნა მან.
„ლაივპრესის“ კითხვაზე, მოსთხოვეს თუ არა მერებს თანამდებობების დატოვება, ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ „ეს აბსურდია“.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისში მუნიციპალიტეტების მერები დღეს პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე მერებმა განაცხადეს, რომ არ იციან, თუ რატომ დაიბარეს. არც ის, რას უკავშირდება შეხვედრა.