ზუგდიდში ნონა გაფრინდაშვილის თასი ჩამოიტანეს [ვიდეო]
სპორტსმენებმა თასი საქართველოს ყველა რეგიონში ჩაიტანეს, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადას.
ოლიმპიადა 23 სეექტემბრიდან იწყება. მასში მონაწილეობს 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს.
საქართველომ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა.
1998 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა.
ნონა გაფრინაშვილმა და ნანა იოსელიანმა დღეს დადიანების სასახლის ეზოში, მოსწავლეებთან ერთდოულად 10 დაფაზე ჭადრაკი ითამაშეს.
ზუგდიდში ნონას თასის ჩამოტანას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.