ახალი ამბები
რატომ იმყოფებოდა ლაშა გოგია პრაღაში
მიუხედავად იმისა, რომ ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ფეისბუკზე დაწერა, ის იურიდიულად ისევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და პრაღაში მერის სტატუსით იმყოფებოდა, - უთხრა „ლაივპრესს“ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.

„ბუნებრივია, რომ ზუგდიდის მერი ამ შეხვედრას დაესწრებოდა. იურიდიული თვალსაზრისით, სანამ ბატონი გოგია არ ჩამოვა საქართველოში, ქაღალდზე არ დაწერს განცხადებას და არ დაარეგისტრირებს მუნიციპალიტეტის კანცელარიაში, მანამდე ფეისბუკით გადადგომა არ ნიშნავს არაფერს. დღევანდელი მდგომარეობით ის იურიდიულად გადამდგარად არ ითვლება“, - განაცხადა დავით მელუამ.

პრაღაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის ერთობლივი პროექტის - "გამოცდილების გაზიარება მუნიციპალური წყალმომარაგების სფეროში“ ფარგლებში 11-13 სექტემბერს შეხვედრები გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვით საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, - აცხადებენ თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციაში.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუკზე 12 სექტემბერს დაწერა. ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






თბილისი მოუწოდებს მოსკოვს, დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.
10:34 / 20.09.2018
თბილისი მოუწოდებს მოსკოვს, დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.






ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე
21:47 / 19.09.2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე






ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ
კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.
18:51 / 19.09.2018
ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.






ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს,
რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.
18:18 / 19.09.2018
ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს, რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.