ახალი ამბები
რას ფიქრობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში კანაფის მოყვანა-ექსპორტზე
FaceBook Twitter
E-mail Print
მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, დროებით, ვიდრე საზოგადოების შესაბამისად ინფორმირება არ მოხდება. მანამდე „ლაივპრესი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდში საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ დეპუტატს უმრავლესობის წინადადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ან საერთოდ არ აქვს, ან კიდევ ძალიან მწირი. ნაწილი საფრთხეზე საუბრობს, რაც შესაძლოა კანაფის მოყვანამ კიდვე უფრო ხელშესახები გახადოს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კანონპროექტს არ იცნობს. თაზო ფაცაციას თქმით, იცის მხოლოდ ის, რომ საკანონმდებლო წინანადებას დიდი ვნებაღღელვა მოჰყვა. ამბობს - ჯერ საკითხის მიზნობრიობაზე კანონმდებლები, არასამთავრობოები, საპატრიარქო და სხვა კომპეტენტური ინსტიტუტის წარმომადგენლები უნდა შეჯერდნენ.

„მე მეზრდება ხუთი შვილი. თუ ეს იქნება საზოგადოებისთვის მიუღებელი, ჩემთვისაც მიუღებელი იქნება. თუ ეს იქნება მისაღები საპატრიარქოსთვის, საზოგადოებისთვის, არასამთავრობოებისთვის, იმ ნაწილზე ვამბობ, რომ ეს იქნება მხოლოდ სამედიცინო გამოყენებით, იმ შემთხვევაში შეიძლება კაცმა გაიგოს, მაგრამ ჩვენს საზოგადორებას ძალიან გაუჭირდება ამის აღქმა“, - გვითხრა თაზო ფაცაციამ.

აღნიშნულ კანონპროექტს არც მარიხუანის მოხმარების და არც ექსპორტზე გატანის კომპონენტში არ ეთანხმება საკრებულოში უმრავლესობის წარმომადგენელი სალომე ფაცაციაც. დეპუტატის თქმით, მისი მოწევა ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის ახალგაზრდებს, მეორეს მხრივ, რამდენად სწორია ექსპორტისთვის კანაფის მოყვანა, ამბობს, ამ კონტექსტში სხვა სახელმწიფოების გამოცდილებას არ იცნობს. ფიქრობს, რომ ქვეყნის მასშტაბით მისი გავრცელების საფრთხე არსებობს. რამდენად დაიცავს ინიციატივის განხორციელება მოსახლეობას საშიშროებისგან, ფიქრობს, რომ ვერ დაიცავს.

„არც იმის მომხრე ვარ, რომ ამის გატანა მოხდეს სამედიცინო მიზნებისთვის. არის რომელიმე ქვეყანაში მსგავსი რამ? არ ვიცი. არ უნდა დააყენონ ეს საკითხი“, - გვითხრა დეპუტატმა.

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პაატა ადამია ამბობს, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს გააკონტროლოს კონკრეტული მიზნისთვის კანაფის მოყვანის შემდეგ მისი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მოხმარებისთვის. ამასთან, სასაცილოდ მიაჩნია უცხოეთში ექსპორტის შედეგად, ამ საქმიდან დიდი ფულის მიღება, რადგან მსოფლიოში შესაბამისი ბაზრები უკვე არსებობს. ამ პირობებში კი ფიქრობს, საქართველოს საკუთარი ადგილის პოვნა ძალიან გაუჭირდება.

„ეს მარტივი არ არის. გაიხსენეთ, რამდენი დრო დასჭირდა ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე შესასვლელად და ჯერაც არ არის ბოლომდე შესული. კანაფი, რომელიც აქ იქნება მოყვანილი, არაფრით ჯობია იმ კანაფს, რომელიც კანადასა და აფრიკის ქვეყნებში მოჰყავთ. ფულს ეს ვერ მოიტანს და საფრთხე ძალიან დიდია“, - უთხრა პაატა ადამიამ „ლაივპრესს“.

საკითხზე ცალსახად საუბარი უჭირს დეპუტატ მანანა მებონიას, თუმცა განმარტავს, როცა საუბარი ეხება ნარკოტიკულ საშუალებას, რა დოზის შემცველიც არ უნდა იყოს ის, უკვე პრობლემაა.

„მე სხვა ქვეყნების გამოცდილება არ ვიცი, თუ რა უკუგება აქვს. ვერ მივცემ სწორ შეფასებას, ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ შევაფასებ. რაც შეეხება სხვა თვალსაზრისს, რაც არის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ვხედავ საფრთეს, ვხედავდი ყველა დროში და დავინახავ“, - აღნიშნა მან.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ ბათლომე შელიას თქმით, მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პირობებში არსებობს ყველანაირი რისკი, რომ საკითხი კონტროლს ვერ დაექვემდებარება. ამბობს, რომ მარიხუანას მოწევისთვის არავინ უნდა ისჯებოდეს, თუმცა არ ეთანხმება იმ ფორმებს, რომლითაც ამის აკრძალვას ხელისუფლება ცდილობს. მისი თქმით, მთავრობას სურს საქართველო „კანაფის ბარიგა“ ქვეყნად აქციოს.

„ალოგიკურია, რაზეც ესენი საუბრობენ. მითუმეტეს, კანაფით ქვეყნის გამდიდრება, კოლუმბიზაცია და ავღანეთად თუ გვინდათ ვიქცეთ, კი ბატონო. მაგრამ ავღანეთად რომ ვიქცევით, შედეგი რა იქნება, ავღანეთს შეხედონ. ეს ყველაფერი იმის მცდელობაა, კანაფის მოყვანით გამდიდრდნენ კონკრეტული ადამიანები, ივანიშვილის წრე“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

მისივე თქმით, ალოგიკურია, როცა ხელისუფლება ერთის მხრივ საუბრობს შესაბამისი კონტროლის სააგენტოს შექმნაზე, რომ უნდა გაიცეს რამდენიმე კომპანიაზე კანაფის მოსაყვანად ლიცენზია საექსპორტოდ, მეორეს მხრივ კი რიგით ადამიანს მისი მოხმარებისთვის პასუხი აგებინონ.

კანონპროექტს არც ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა იცნობს. ამბობს, რომ თუ თუკი საკითხი სამართლებრივად დარეგულირდება, მაშინ საფრთხეები აღარ იარსებებს. მისივე თქმით, კანონპროექტს გაეცნობა იმისთვის, რომ თემაზე ზედაპირულად არ ისაუბროს.

„კანონი თუ დაარეგულირებს, მაშინ ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგში იქნება. არ მეცალა ეს დღეები. მართლა მაინტერესებს, მაგრამ მინდა სამართლებრივ ჩარჩოში განვიხილო. შევისწავლი ამ კანონპროექტს. რასაც ვხედავ და რასაც ვისმენ და წავიკითხე ბოლო პერიოდში, ყველაფერი თუ მიღებული იქნა ისე, ძალიან კარგი იქნება“, - უთხრა „ლაივპრესს“ მაიზერ ნანავამ.

მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს ორ ეტაპად განიხილავენ. იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს, პირველ ჯერზე განიხილავენ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საჩქარო არ არის.

მარიხუანას კულტივაციის საკითხზე კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

„მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს“, - განაცხადეს საპატრიარქოში.

ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

მარიხუანას მოხმარება აღარ დაისჯება. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. შსს-მ კი კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.