ახალი ამბები
მშობლები სკოლისთვის ავტობუსის გამოყოფას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ. განცხადებას ხელს 32 მათგანი აწერს. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ერთ-ერთი მოსწავლის დედამ, ივეტა ჩაგინავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კრილოვის ქუჩაზე ცხოვრობენ, ეს ტერიტორია კი დანიშნულების ადგილს ფეხით გადაადგილებისთვის მოშორებულია. მით უფრო, რომ ამ სკოლის მოსწავლეები მეორე სმენაზე დადიან და გაკვეთილებს საღამოს ამთავრებენ.

„არანაირი ტრანსპორტი არ გვიწყობს პირდაპირ ხელს. ხან ხუთზე, ზოგჯერ კი სწავლას ექვსის ნახევარზე ამთავრებენ. ტაქსით დავდივართ. მშობლები ვინაწილებთ. დღეში სამი ლარი გვიჯდება თითოს“, - გვითხრა მშობელმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს.

ამბობს, რომ განცხადების შეტანას ადგილობრივ მერიაში გეგმავდნენ, თუმცა იმ დღეს, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თანამდებობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა დატოვა, ამიტომ მერიაში უთხრეს, რომ მათთვის არავის ეცალა. ივეტა ჩაგინავას თქმით, მოგვიანებით შეიტყო, რომ განცხადება სკოლამ შეიტანა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას თქმით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, მუნიციპალური ტრანსპორტი გვიანობამდე მუშაობს და ამისგან პრობლემა არ უნდა შეიქმნას, თუმცა მიიჩნევს, კარგი იქნება და მიესალმება, თუ მუნიციპალიტეტი შეძლებს ავტობუსის გამოყოფას. მისივე თქმით, თავად ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფენ, რადგან დადგებილების მიხედვით, მხოლოდ სოფლების ტერიტორიას ემსახურებიან, ისიც იმ შემთხვვევაში, როცა მანძილი ორ კილომეტრს აღემატება.

თავის მხრივ, მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ წერილი სკოლისგან მიიღეს, ამ ეტაპზე კი მას განიხილავენ. პასუხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეჯერდებიან.

ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ აღდგენას. მათ შორის დამატებით ლაბორატორიების მოწყობას და მაღალი სტანდარტების გარემოს შექმნას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.