„ეგრისობისთვის“ სენაკის მერიამ 28 ათასი ლარი გამოყო
ამასთან, იგეგმება სენაკს დამეგობრებული ქალაქებისკენ მიმართულების აღმნიშვნელი „მეგობრობის ბოძის“ დადგმა. უკრაინის ქალაქ ოსტროვიცასთან დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება. მოეწყობა ესტონური, ქართული და უკრაინული კუთხეები. სტუმრებს ნოქალაქევს დაათვალიერებენ.
საპატიო სენაკელებისათვის გადასაცემად დამზადდება მედალიონი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების ბარელიეფური გამოსახულება ორივე მხარეზე. მასალა იქნება ოქროსფერში ამოვლებული ბრინჯაო.
„ეგრისობა“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 ათასი ლარია.
„ეგრისობა“ 20 ოქტომბერს აღინიშნება.