ახალი ამბები
დეპუტატი ზუგდიდის მერიას მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას სთხოვს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ავტობუსის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ მეათე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოსწავლეებს შორი მანძილის გავლა უწევთ. დეპუტატმა დააყენა საკითხი, თუნდაც დაწყებითი კლასის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ.

საპასუხოდ მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, დავით ხუბუამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ. ხუბუას სიტყვებით, შესაძლოა მოხდეს მოზარდების ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა, ან შედგეს მოლაპარაკება მუნიციპალურ ტრანსპორტთან, რათა მორიგეობით მოემსახურონ მოსწავლეებს.

საუბარია ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების მოთხოვნაზე. რამდენიმე დღის წინ მათ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო მოზარდები დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მათ შესაბამისი განცხადებით მერიას მიმართეს, რომელსაც ხელს 32 ბავშვის მშობელი აწერს.

ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ აღდგენას. მათ შორის დამატებით ლაბორატორიების მოწყობას და მაღალი სტანდარტების გარემოს შექმნას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






რა როლი აქვს ჟურნალისტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,
20:35 / 15.12.2018
რა როლი აქვს ჟურნალისტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,






ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა სესილი ჭითანავამ ნარკოლოგიური
ექსპერტიზის
12:12 / 15.12.2018
ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა სესილი ჭითანავამ ნარკოლოგიური ექსპერტიზის






საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა
22:00 / 14.12.2018
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა






თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ზუგდიდის
21:23 / 14.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ზუგდიდის
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.