ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებებზე მთავარი თემა გალის და ერგნეთის შეხვედრების განახლება იყო
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდს თბილისი აფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა შეაფასეს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა დისკუსიების დაწყებიდან 10 წლის თავზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატის, ისევე როგორც, გალისა და ერგნეთის შეხვედრების როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში. ეს იმ ფონზე, როცა, სამინისტროს განმარტებით, ადგილზე ყოველდღიური ხასიათი აქვს ინციდენტებსა და პროვოკაციებს. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელთა „დესტრუქციული ნაბიჯები“ IPRM-ის წინააღმდეგ. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას, საწყისი პრინციპების და წესების სრული დაცვით.

გალის შეხვედრა 27 ივნისს ჩაიშალა და მას შემდეგ არ გამართულა. ის აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა დატოვეს. მანამდე განაცხადეს, რომ თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღებდნენ, მოლაპარაკების მაგიდას დატოვებდნენ.

ჟენევაში კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მათ შორის, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო საკუთარი სამხედროები. მათ ასევე დაგმეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში გახშირებული სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებულ ვითარებას, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, უკანონო დაკავებებს. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გალში მიმდინარე დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, რომელიც სამინისტროს განმარტებით, მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე.

მოლაპარაკებების ოთახი კვლავ დატოვეს დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






რა როლი აქვს ჟურნალისტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,
20:35 / 15.12.2018
რა როლი აქვს ჟურნალისტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,






ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა სესილი ჭითანავამ ნარკოლოგიური
ექსპერტიზის
12:12 / 15.12.2018
ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა სესილი ჭითანავამ ნარკოლოგიური ექსპერტიზის






საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა
22:00 / 14.12.2018
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა






თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ზუგდიდის
21:23 / 14.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ზუგდიდის
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.